ავტორიზაცია

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა — ბარსას ფორვარდი სავარაუდოდ 2021 წელს ვეღარ ითამაშებს

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა — ბარსას ფორვარდი სავარაუდოდ 2021 წელს ვეღარ ითამაშებს
თარიღი 17 სექ 2021, 08:52

"ბარსელონას" თავდამსხმელს, მარტინ ბრეიტუეიტს ფეხზე ქირურგიული ჩარევა წარმატებით ჩაუტარდა, იუწყება კატალონიური გრანდის პრესსამსახური.

ოპერაციამ "ბარსელონას" სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა. ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მუხლზე პატელოფემორალური ტკივილი აწუხებდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები, თუმცა როგორც პრესაში წერენ, დანიელი 4 თვეს იუქმებს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა "ბარსელონას" მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბრეიტუეიტს კატალონიურ გრანდთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.