ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 17 სექ 2021, 08:57

ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი, სებასტიან ალე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას უეფას პრესსამსახური ავრცელებს.

27 წლის კოტდ'ივუარელმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონის "სპორტინგთან" (5:1) გამართულ შეხვედრაში პოკერი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ალესთვის ეს მატჩი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე სადებიუტო აღმოჩნდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის აგრეთვე ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი"), კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიფციგი") და რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") იბრძოდნენ.