ავტორიზაცია

მოულოდნელი არჩევანი — რა ნომრით ითამაშებს რადამელ ფალკაო რაიო ვალეკანოში?

მოულოდნელი არჩევანი — რა ნომრით ითამაშებს რადამელ ფალკაო რაიო ვალეკანოში?
თარიღი 17 სექ 2021, 10:12

"რაიო ვალეკანომ" გუშინ, 16 სექტემბერს, გუნდის ახალწვეული, რადამელ ფალკაო ოფიციალურად წარადგინა.

ასე და ამგვარად, ესპანური გუნდის რიგებში კოლუმბიელი ფორვარდი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

35 წლის სამხრეთამერიკელმა "რაიოსთან" კონტრაქტი 4 სექტემბერს გააფორმა, იგი "გალათასარაიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლდათ.

კარიერის მანძილზე რადამელს "გალათასარაიში", "მონაკოში", "ჩელსიში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ატლეტიკოში", "პორტუსა" და "რივერ პლეიტში" 9 ნომრით უასპარეზია. კარიერის სტარტზე იგი არგენტინაში აგრეთვე 11, 19 და 31 ნომრებით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფალკაომ "გალათასარაის" მაისურით სამ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

იხილეთ ფოტო: