მიუხედავად მიმზიდველი წინადადებისა, ფატიმ პრემიერ ლიგის გრანდში გადასვლა იუარა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა იუარა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
როგორც აღინიშნება, 18 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში დარჩენა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელები" მას უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფატი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ანსუ "ბლაუგრანას" აღზრდილია. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას იგი 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც აქამდე ლიონელ მესის ეკუთვნოდა.
მოგეხსენებათ, თავის მხრივ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.
ესპანურ პრესაში ალაპარაკდნენ მიზეზზე, რის გამოც გვარდიოლას სიტიში ფატის გადაბირება არ უნდა