ავტორიზაცია

"რონალდუზე ფიქრით, იუვენტუსი თავს დაისამარებს", - ალეგრი

"რონალდუზე ფიქრით, იუვენტუსი თავს დაისამარებს", - ალეგრი
თარიღი 17 სექ 2021, 21:27

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. იტალიელმა აღნიშნა, რომ პორტუგალიელი უკვე წარსულშია.

"რონალდუმ იუვენტუსში გაატარა სამი წელი და ის იტანდა გოლებს, იგებდა ტიტულებს. პორტუგალიელი თავდამსხმელი აღნიშნულ კომპონენტში უბრალოდ შეუდარებელია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელი აღარ არის და რაც უფრო დიდხანს ვიფიქრებთ მის შესახებ, მით უფრო სავალალო იქნება საბოლოო შედეგი.

ტურინულ გუნდში თავი მოიყარა ძალიან კარგმა შემადგენლობამ, პორტუგალიელს კი საუკეთესო სურვილებით ვემშვიდობები", - განაცხადა მაქსმა DAZN-თან საუბარში.