ავტორიზაცია

"კარგია, რომ პრემიერ ლიგიდან წავიდა", - არნოლდმა მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

"კარგია, რომ პრემიერ ლიგიდან წავიდა", - არნოლდმა მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა
თარიღი 18 სექ 2021, 11:31

"ლივერპულის" მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა Amazon Prime Video Sport-თან საუბარში მისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

"ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე? აზარი, როდესაც ის ჩელსიში თამაშობდა. ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის სისწრაფე, მოქნილობა და საფეხბურთო ინტელექტი ბევრ პრობლემას მიქმნიდა.

ის რეგუალურად ამწარებდა ლივერპულის დაცვას, კარგია, რომ ის წავიდა. ედენის გარდა, მის თანამემამულეს, დე ბრუინსაც დავასახელებდი", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ყოფილი ლიდერი 2019 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდის "რეალში", თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო ის ძველებურად ათამაშებას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება მერსისაიდელთა აღზრდილს, მან უკვე მოასწრო ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის მოგება. 22-წლის ვინგბექი სრულიად დამსახურებულად ითვლება თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ.