ავტორიზაცია

ნოიერი: "უცნაურია, ბარსელონა თავის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს სკამზე ტოვებს"

ნოიერი: "უცნაურია, ბარსელონა თავის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს სკამზე ტოვებს"
თარიღი 18 სექ 2021, 12:23

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ბარსელონას" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დაასახელა. გერმანელი მეკარისთვის ასეთი მოთამაშე ფილიპე კოუტინიო არის.

"თუ ბარსელონას უნდა, რომ გახდეს უფრო სახიფათო, კოუტინიოს დატვირთვაა საჭირო. უცნაურია, ეს გუნდი თავის ყველაზე კრეატიულ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ტოვებს.

როდესაც ის შემოვიდა, მე რეალურად შემეშინდა, რადგან მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად მომეხსენება. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი არის საოცრად ნიჭიერი მოთამაშე და მან ეს ბაიერნშიც დაამტკიცა".

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ფლეიმეიქერი "რეკორდმაისტერში" განათხოვრების წესით 2019/2020 წლების სეზონში თამაშობდა. "ბავარიას" ყოფილმა ათიანმა მოასწრო 38 მატჩის ჩატარება და 11 გოლის გატანა.

"ბლაუგრანაში" დაბრუნების შემდეგ კი სამხრეთ ამერიკელმა გამთამაშებელმა მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც საფეხბურთო მოედანს ის ცხრა თვით ჩამოშორდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" მთელი ძალებით ცდილობდნენ 29-წლის ჰავბეკის გასხვისებას, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. როგორც ვხედავთ, კოუტინიო კვლავ "კამპ ნოუზეა".