ავტორიზაცია

მესი: "პსჟ-ს თავისი ხავი-ინიესტა ჰყავს"

მესი: "პსჟ-ს თავისი ხავი-ინიესტა ჰყავს"
თარიღი 18 სექ 2021, 12:45

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულმა, ლიონელ მესიმ პარიზელთა ნახევარმცველი, მარკო ვერატი შეაქო.

"შეუძლია თუ არა ვერატის "პსჟ"-ს ხავი ან ინიესტა გახდეს? დიახ, რა თქმა უნდა. წლებია ამტკიცებს, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო".

"ბარსელონა" მის დამატებას ცდილობდა, მაგრამ ახლა, პირიქით, მე გადმოვედი მის გუნდში. მარკოს პირადადაც ვიცნობ, შესანიშნავი ბიჭია", - ციტირებს მესის სიტყვებს Tuttomercatoweb.

შეგახსენებთ, რომ მესიმ უკვე მოასწრო "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრის ჩატარება. "პსჟ"-მ პირველ ტურში "ბრიუგეს" ვერ მოუგო.