ავტორიზაცია

"ლივერპული სალაჰის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ გავიდოდა", - რიჩარდსი

"ლივერპული სალაჰის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ გავიდოდა", - რიჩარდსი
თარიღი 18 სექ 2021, 15:49

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, მიკა რიჩარდსმა ისაუბრა მოჰამედ სალაჰის როლის შესახებ "ლივერპულში". ინგლისელმა ვეტერანმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელი მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

"პოპულარულად რჩება მოსაზრება, თითქოს ლივერპული ვირჯილისა და ალისონის გადმოსვლის შემდეგ გარდაიქმნა. სინამდვილეში კი ეს სალაჰის ტრანსფერით მოხდა.

მისი გადმოსვლის შემდეგ, ეგვიპტელ თავდამსხმელზე ძლიერი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში არავინ ყოფილა. რომ არა ეს ფეხბურთელი, მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავიდოდნენ.

მოჰამედი პრაქტიკულად არავის უთმობს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს, გასულ სეზონში კი მან თავის გუნდს 17 ქულა მოუტანა", - განაცხადა "ქალაქელთა" ექს-ვინგბექმა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "წითლებში" გადმოვიდა 2017 წლის ზაფხულში და ამ დროის შემდეგ, 208 შეხვედრაში მან 129 გოლი გაიტანა.