ავტორიზაცია

რუმენიგეს ძმა: "ჰოლანდს ლივერპულში ვიხილავდი"

რუმენიგეს ძმა: "ჰოლანდს ლივერპულში ვიხილავდი"
თარიღი 18 სექ 2021, 15:55

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ექს-ფეხბურთელმა, მიხაელ რუმენიგემ განაცხადა, რომ ბორუსიელთა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა კარიერა შესაძლოა "ლივერპულში" გააგრძელოს.

"ვფიქრობ, უახლოეს წლებში მსოფლიო ფეხბურთში ჰოლანდი და მბაპე იდომინირებენ. უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ, სად გადავა ჰოლანდი ამ სეზონის შემდეგ", - ციტირებს ვეტერანი გერმანელის სიტყვებს Sport1.

"რეალსა" და "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომაც ვფიქრობ, ერლინგი ინგლისში წავა. შესანიშნავად წარმომიდგენია ჰოლანდი "ლივერპულში", - დასძინა რუმენიგემ.

მოგეხსენებათ, 20 წლის ნორვეგიელი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. ჰოლანდმა 2020/21 წლების სეზონში ბორუსიელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. წელს მან 7 მატჩში უკვე 9 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, ერლინგის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონ ევროს შეადგენს.