ავტორიზაცია

ორი გუნდი, რომელიც ასენსიომ გასულ ზაფხულს უარით გაისტუმრა

ორი გუნდი, რომელიც ასენსიომ გასულ ზაფხულს უარით გაისტუმრა
თარიღი 18 სექ 2021, 15:58

"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემისა" და "მილანის" შეთავაზებები იუარა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს. როგორც იწერება, 25 წლის ესპანელი "სამეფო კლუბის" სასტარტო შემადგენლობაში სტაბილური ადგილის დაბრუნებას აპირებს.

2021/22 წლების სეზონში ასენსიომ "რეალის" მაისურით უკვე 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა სამივეჯერ მოედანზე შეხვედრის მიწურულს მოგვევლინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მადრიდული გრანდის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.