ავტორიზაცია

ბარსელონას მთავარი სამიზნე იანვრისთვის ოლმო იქნება

ბარსელონას მთავარი სამიზნე იანვრისთვის ოლმო იქნება
თარიღი 18 სექ 2021, 16:02

"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე სურს "ლაიფციგის" ნახევარმცველის, დანი ოლმოს გადაბირება, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

კატალონიური გრანდი მზად არის 23 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნეა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ოლმოს გერმანულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ "ბარსას" აღზრდილია.

მან კლუბი 2014 წელს დატოვა და ზაგრების "დინამოში" გადავიდა. 2020 წლის იანვარში "ლაიფციგმა" მასში 22 მილიონი გადაიხადა. გასულ სეზონში ოლმომ "ლაიფციგის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში "ბლაუგრანას" მთავარმა სამიზნემ ევრო 2020-ზე იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა.