ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნმა დანდობა არ იცის - მიუნხენელებმა შინ 7:0 იმარჯვეს

თარიღი 18 სექ 2021, 20:03

ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ბაიერნმა“ შინ „ბოხუმს“ გადაუარა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

მატჩში დუბლი ჯოშუა კიმიხმა შეაგდო, თითო თითო გოლი კი სანემ, გნაბრიმ, ლევანდოვსკიმ, ჩუპო-მოტინგმა და ლამპროპულოსმა (ავტოგოლი) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 13 ქულა დააგროვა და მინიმუმ „ვოლფსბურგის“ მატჩამდე ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.