ავტორიზაცია

VIDEO: მანეს და სალაჰის გოლები და 3:0 - ლივერპული პრემიერ ლიგაში გალიდერდა

თარიღი 18 სექ 2021, 20:06

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ შინ „კრისტალ პალასი“ 3:0 გაანადგურა.

მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე სადიო მანემ შეაგდო, 78-ზე სალაჰმა სხვაობა ორამდე გაზარდა, წერტილი კი ნაბი კეიტამ 89-ზე დასვა და ლონდონური გუნდი შინ განადგურებული გაუშვა.

„ლივერპულმა“ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, „პალასი“ კი 5 ქულით მე-13ზეა.