ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ეტიჰადზე - მანჩესტერ სიტიმ საუთჰემპტონი ვერ გატეხა

თარიღი 18 სექ 2021, 20:16

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მან სიტიმ“ „საუთჰემპტონი“ ვერ დაამარცხა.

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და ნულოვან ფრედ დასრულდა.

„სიტიმ“ მეტოქის კარამდე საკმარისი ხიფათი ვერ მიიტანა - გვარდიოლას გუნდის მიერ 16 გასროლიდან ზუსტი მხოლოდ 1 აღმოჩნდა, მაშინ როდესაც „წმინდანების“ 10 დარტყმიდან ზუსტი 2 იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვერცერთმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

ამ ქულების დაკარგვის გამო„სიტი“ მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა ექვსეულიდანაც კი ამოვარდეს.