ავტორიზაცია

VIDEO: 2 ყვითელი ერთ წუთში და გაძევებული ფელიქსი - ატლეტიკომ საკუთარ კედლებში ვერ მოიგო

თარიღი 18 სექ 2021, 20:23

ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ ვერ დაამარცხა.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

დიეგო სიმეონემ ამ მატჩზე შემდეგი თერთმეტეული დააყენა: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, ლოდი, დე პაული, კონდოგბია, ლორენტე, გრიზმანი და კორეა.

ცვლილებაზე არგენტინელმა სპეციალისტმა შეტევის გასაძლიერებლად კარასკო, კუნია, ერერა, ჟოაო ფელიქსი და ლუის სუარესი შეიყვანა, თუმცა ვერცერთმა ამ ვარსკვლავმა გადამწყვეტი უპირატესობა ესპანეთის ჩემპიონს ვერ მოუტანა.

მეტიც, შეცვლაზე შესვლიდან 18 წუთში ჟოაო ფელიქსმა 1 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 

5 ტურის შემდეგ „ატლეტიკო“ 11 ქულით პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ტურის ბოლოს მას შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე გუნდმა გადაუსწროს.