ავტორიზაცია

VIDEO: არსენალი ფორმაში შედის - არტეტას გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება

თარიღი 18 სექ 2021, 20:32

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ბარნლი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ტუფ მურზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში 30-ე წუთზე მარტინ ოდეგორმა გაიტანა, რაც „არსენალისთვის“ გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

არტეტას გუნდმა სეზონის ზედიზედ 3 წაგებით დაწყების შემდეგ უკვე მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით ცხრილში მე-12 პოზიციამდე ავიდა.