VIDEO: რეალთან მარცხის შემდეგ, ინტერმა ჯავრი ბოლონიაზე იყარა და 6:1 გაანადგურა
სერია ა-ს მე-4 ტურში „ინტერმა“ საკუთარ კედლებში „ბოლონია“ გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა. 23-ზე მილან შკრინიარმა მეორე გოლი გაიტანა, ტაიმის ანგარიში კი 34-ზე ნიკოლო ბარელამ დააფიქსირა.
შესვენების შემდეგ მილანელებმა დაწყებული საქმე გააგრძელეს - 54-ე წუთზე ვესინომ შეაგდო, 63 და 68-ე წუთებზე კი ედინ ჯეკომ დუბლი მიითვალა და ანგარიში 6:0 გახადა.
სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 86-ე წუთზე შეაგდეს, თუმცა ამან ისინი განადგურებისგან ვერ იხსნა.
„ინტერმა“ 10 ქულა დააგროვა და მინინუმ ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.