ავტორიზაცია

VIDEO: ბოლო ორ მატჩში გატანილი 14 გოლი! აიაქსმა 9:0 იმარჯვა

თარიღი 19 სექ 2021, 00:24

ერედივიზიის მე-5 ტურში „აიქასმა“ შინ „კამბური“ 9:0 გაანადგურა.

მატჩში გოლები ნერეშმა (დუბლი), ალერმა, ბერგუისმა, ტადიჩმა, მაზრაურიმ, ტიმბერმა, დარამიმ და დანილომ შეაგდეს.

5 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა, გუნდს 22 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული.

ბოლო ორ მატჩში ამსტერდამელებმა 14 გოლის გატანა შეძლეს. რამდენიმე დღის წინ მათ ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურეს.