ავტორიზაცია

VIDEO: ცვლილებაზე შესვლა - ასისტი, გოლი, ტრავმა, MVP - ლეონ ბეილის მინი-შოუ ევერტონთან მატჩში

თარიღი 19 სექ 2021, 00:38

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „ასტონ ვილამ“ „ევერტონი“ 3:0 გაანადგურა.

ბირმინგემული გუნდის ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ლეონ ბეილიმ, რომელიც პრემიერ ლიგაში ლევერკუზენის „ბაიერიდან“ გადავიდა, ამ შეხვედრაში მცირე შოუ დადგა.

იამაიკელი შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, 69-ზე საგოლე გადაცემა მიითვალა (ავტოგოლის დროს), 75-ზე გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო, 82-ზე კი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მიუხედავად ამისა, მოედანზე გატარებული 21 წუთისთვის, ბეილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს კი მისი სადებიუტო გოლია „ასტონ ვილას“ მაისურით.