ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? დაუჯერებლად საინტერესო მატჩები: ლონდონური დერბი, მამარდა VS რეალი, მილანი - იუვე და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? დაუჯერებლად საინტერესო მატჩები: ლონდონური დერბი, მამარდა VS რეალი, მილანი - იუვე და სხვა
თარიღი 19 სექ 2021, 10:33

დღეს, 19 სექტემბერს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო დღე გველის, რადგან საქმეში არაერთ გრანდს ვიხილავთ და თანაც, ერთმანეთის წინააღმდეგ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ცუდად დაწყების შემდეგ „ვესტ ჰემს“ ესტუმრება, გაიმართება ლონდონური დერბი, ესპანეთში გიორგი მამარდაშვილი და მისი „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან, იტალიაში კი ერთმანეთს „მილანი“ და „იუვენტუსი“ გატესტავენ.

ამ ყველაფერთან ერთად, არც საფრანგეთი გვტოვებს მოწყენილს - დღეს ის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა, როცა ფრანგული ლიგა 1-ს ყურებაც არ არის ბოლომდე მოსაწყენი - დიდი ალბათობით, ლეო მესი პირველ საჩემპიონატო მატჩსაც სასტარტოდან დაიწყებს და „ლიონს“ დაუპირისპირდება.

16:30 პსვ - ფეიენოორდი

17:00 ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი

18:15 სოსიედადი - სევილია

19:30 ტოტენჰემი - ჩელსი

19:30 დორტმუნდი - უნიონ ბერლინი

20:00 ლაციო - კალიარი 

20:00 ვერონა - რომა

22:45 იუვენტუსი - მილანი

22:45 პსჟ - ლიონი

23:00 ვალენსია - რეალი

ვიდეო, რომელიც ლა ლიგის ოფიციალურმა იუთუბ-არხმა გიორგი მამარდაშვილის მიერ პირველ ტურში, „ხეტაფესთან" ჩატარებულ მატჩს მიუძღვნა. „ღამურებმა" ის შეხვედრა 10 კაცით, 1:0 დიდწილად ქართველი მეკარის დამსახურებით მოიგეს. მისი სეივი ტურის საუკეთესოდაც კი დასახელდა.