ავტორიზაცია

დაიწყებს თუ არა მამარდაშვილი რეალთან მატჩს ძირითადში? Marca-ს სავარაუდო შემადგენლობები

დაიწყებს თუ არა მამარდაშვილი რეალთან მატჩს ძირითადში? Marca-ს სავარაუდო შემადგენლობები
თარიღი 19 სექ 2021, 10:40

ესპანური გამოცემა Marca დღევანდელი მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს.

თბილისის დროით 23:00 საათზე „ვალენსია“ „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

4 ტურის შემდეგ „რეალს“ და „ვალენსიას“ იდენტური შედეგები აქვთ: 3 გამარჯვება და 1 ფრე, რის გამოც გუნდები ჯერჯერობით მეორე-მესამე პოზიციებს იყოფენ და მადრიდული გუნდი წინ მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით იმყოფება.

მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ამ შეხვედრას, ისევე ლა ლიგის წინა ოთხ მატჩს, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობები:

„ვალენსია“: გიორგი მამარდაშვილი, კორეია, პაულისტა, ალდერეტე, გაია, დანიელ ვასი, უგო გილამონი, სოლერი, ფოლკიერი, მაქსი გომესი, გონსალო გედეში

„რეალი“: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, გუტიერესი, კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი, აზარი, ბენზემა, ვინისიუსი.

ვიდეო, რომელიც ლა ლიგის ოფიციალურმა იუთუბ-არხმა გიორგი მამარდაშვილის მიერ პირველ ტურში, „ხეტაფესთან" ჩატარებულ მატჩს მიუძღვნა. „ღამურებმა" ის შეხვედრა 10 კაცით, 1:0 დიდწილად ქართველი მეკარის დამსახურებით მოიგეს. მისი სეივი ტურის საუკეთესოდაც კი დასახელდა.