ავტორიზაცია

"პოგბას იუვენტუსში დაბრუნების შანსი არსებობს", - რაიოლა კვლავ ალაპარაკდა

"პოგბას იუვენტუსში დაბრუნების შანსი არსებობს", - რაიოლა კვლავ ალაპარაკდა
თარიღი 19 სექ 2021, 11:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი შესაძლოა "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

"პოგბას ივნისში კონტრაქტი ეწურება. "მანჩესტერ იუნაიტედს" დაველაპარაკებით და ვნახოთ, რა მოხდება", - ციტირებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო რაიოლას სიტყვებს.

"იუვენტუსი"? პოლს ჯერ კიდევ უყვარს ტურინი. მისი "იუვენტუსში" დაბრუნების შანსი არსებობს, მაგრამ ეს "იუვეს" გეგმებზეცაა დამოკიდებული", - დასძინა აგენტმა.

28 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი ტურინული გრანდის ღირსებას 2012 წლიდან 2016 წლამდე იცავდა, შემდეგ კი 105 მილიონ ევროდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა პოგბას "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, მომავალ ზაფხულს მან "ეშმაკუნების" რიგები შესაძლოა უფასოდ დატოვოს.