ავტორიზაცია

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებმა ვერ გამიგეს, მაგრამ ბოდიშს მაინც არ მოვიხდი"

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებმა ვერ გამიგეს, მაგრამ ბოდიშს მაინც არ მოვიხდი"
თარიღი 19 სექ 2021, 11:43

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საშინაო მატჩებზე დასწრების თაობაზე მის მიერ ნათქვამ სიტყვებზე გულშემატკივრების უკმაყოფილებას გამოეხმაურა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ლაიფციგთან" (6:3) გამართული მატჩის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში ტრიბუნებზე მეტი გულშემატკივრის ხილვა უნდა.

როგორც "ქალაქელთა" ოფიციალური ფანკლუბის ხელმძღვანელმა, კევინ პარკერმა თქვა, დასწრება ისედაც შესანიშნავია, კატალონიელმა კი ჯობია თავისი საქმე აკეთოს. ამავდროულად, ფანები აცხადებენ, რომ საღამოს ჩანიშნულ მატჩებზე მისვლა მათთვის მოუხერხებელია.

"ვთქვი, რომ სტადიონზე მეტი გულშემატკივრის ხილვა მსურს? შეიძლება, საქმე არასწორ ინტერპრეტაციას ეხება, მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი".

"მესმის, რამდენად რთული იყო გასული სეზონი. ნებისმიერ შემთხვევაში გახარებული ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მაყურებელი იქნება სტადიონზე".

"ხუთი სეზონის შემდეგ გულშემატკივრებმა ვერ გამიგეს, თუმცა ბოდიშს არ მოვიხდი", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.