ავტორიზაცია

ბარსელონა ახალი მწვრთნელის ძიებაშია — კატალონიაში კუმანის დღეები დათვლილია?

ბარსელონა ახალი მწვრთნელის ძიებაშია — კატალონიაში კუმანის დღეები დათვლილია?
თარიღი 19 სექ 2021, 12:26

კატალონიის "ბარსელონა" გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებს, იტყობინება El Chiringuito TV.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა, ამიტომაც ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატების ძიებაშია.

58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსაში" 2020 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის თასი მოიგო, ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

აქამდე, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბაიერნთან" (0:3) განადგურდნენ.

რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" ამჟამად სამი ტურის შემდეგ მოპოვებული 7 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.