ავტორიზაცია

"არ დავმალავ, მესის ჯერ კიდევ იანვარში ვესაუბრეთ", - პსჟ-ს დირექტორმა ახალი დეტალები გაამხილა

"არ დავმალავ, მესის ჯერ კიდევ იანვარში ვესაუბრეთ", - პსჟ-ს დირექტორმა ახალი დეტალები გაამხილა
თარიღი 19 სექ 2021, 13:08

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ თავდამსხმელ ლიონელ მესის "ბარსელონადან" პარიზულ კლუბში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"არ დავმალავ, ჯერ კიდევ იანვარში ვისაუბრეთ, როცა "ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩებოდა. 2021 წლის იანვრამდე მასთან კონტაქტზე არ გავსულვართ", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Sport.es.

აგრეთვე, ბრაზილიელმა დაამატა: "ვფიქრობ, მესის "ბარსელონაში" დარჩენა უნდოდა. იქ სურდა კარიერის დასრულება. მაგრამ მესის ისტორია "ბარსელონაში" დასრულდა, ჩვენი დაიწყო. შესანიშნავია მესის "პსჟ"-ს მაისურით ხილვა".

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი "პსჟ"-ში "ბარსადან" 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში გადავიდა. ლეო კატალონიურ გრანდში ესპანეთის ჩემპიონატში ფეხბურთელების ხელფასებზე დაწესებული ახალი მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დარჩა.

ცნობისთვის, პარიზულ კლუბში მესის წლიური ხელფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს, გადასახადების გადახდის შემდეგ.