ავტორიზაცია

ბრაიტონის ფეხბურთელი: "პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი ვარ"

ბრაიტონის ფეხბურთელი: "პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი ვარ"
თარიღი 19 სექ 2021, 13:17

"ბრაიტონის" ნახევარმცველმა, ივ ბისუმამ განაცხადა, რომ თავის პოზიციაზე ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესოდ საკუთარ თავს მიიჩნევს.

"არ მინდა ამპარტავანი ვიყო, მაგრამ ასე ვფიქრობ. ჩემთვის, პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი ვარ. იმიტომ, რომ ჩემს თავზე ვმუშაობ, რათა საუკეთესო ვიყო", - ციტირებს ბისუმას სიტყვებს BBC.

ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მალელის ხელში ჩაგდება "ლივერპულს" უნდა და მზად არის მის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში ბისუმამ "ბრაიტონის" მაისურით 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გატანილი ბურთით გამოიჩინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა