ავტორიზაცია

"ივნისში კონტრაქტი ეწურება", - რაიოლა მილანის კაპიტნის იუვენტუსში გადასვლას არ გამორიცხავს

"ივნისში კონტრაქტი ეწურება", - რაიოლა მილანის კაპიტნის იუვენტუსში გადასვლას არ გამორიცხავს
თარიღი 19 სექ 2021, 13:36

"მილანის" მცველის, ალესიო რომანიოლის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს.

ცნობისთვის, "როსონერის" კაპიტანს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

"რომანიოლი შეიძლება "იუვენტუსს" შეუერთდეს, რადგან ივნისში კონტრაქტი ეწურება. დე ლიგტთან ერთად თამაშის შესაძლებლობა სავსებით რეალურია. მაგრამ ფაქტი არ არის, რომ მატეისი "იუვენტუსში" დარჩება", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Tuttosport.

გასულ სეზონში 26 წლის უკანახაზელმა "მილანის" მაისურით სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, რომანიოლის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

რაიოლა: "კეილორ ნავასი? ეჭვგარეშეა, პსჟ-ს ტიტულოვანი მეკარე დონარუმა იქნება"