ავტორიზაცია

უეინ რუნის გუნდი ცუდ დღეშია — დერბი ქაუნთის შესაძლოა 21 ქულა დააკლონ

უეინ რუნის გუნდი ცუდ დღეშია — დერბი ქაუნთის შესაძლოა 21 ქულა დააკლონ
თარიღი 19 სექ 2021, 13:59

ჩემპიონშიპის ბინადარმა "დერბი ქაუნთიმ" დაადასტურა, რომ კლუბში გარე მმართველობა ინერგება.

"ეს ნაბიჯი უამრავმა მოვლენამ გამოიწვია. როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, კლუბისთვის მყიდველის გამოვლენის პროცესი, დიდი ალბათობით, ახლოა მომავალში ნაყოფიერი არ იქნება, მიუხედავად სანდო მხარეებთან მოლაპარაკებების რაოდენობისა".

"გარდა ამისა, Covid-19-ის პანდემიამ კლუბის შემოსავალზე სერიოზული გავლენა მოახდინა, კლუბმა ვერ შეასრულა თავისი ყოველდღიური ფინანსური ვალდებულებები. დირექტორს სხვა არჩევანი არ ჰქონიათ, კლუბის დასაცავად რთული გადაწყვეტილების მიღების გარდა".

"ირონია იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ფინანსური პროგნოზები გვიჩვენებს, სურათი ფინანსურად მდგრადი ხდება. რომ არა პანდემია, ჩვენ, ცხადია, აუცილებლად შევძლებდით გადარჩენას", - წერია პრესრელიზში.

ასე და ამგვარად, "დერბი ქაუნთის" ახლა ინგლისის საფეხბურთო ლიგისგან სანქციები ემუქრება. პირველ რიგში, გუნდს ფინანსური ფეირ პლეის დარღვევისთვის შესაძლოა 9 ქულა ჩამოაკლონ, მეორე, შეიძლება 12 ქულა გარე მმართველობის შემოღებისთვის დაუთქვიონ. აგრეთვე, კლუბს ორწლიანი სატრანსფერო აკრძალვაც ემუქრება.