ავტორიზაცია

"ჟორჟინიო თავს ცუდად გრძნობს და პსჟ-ში გადასვლას შეცდომად მიიჩნევს", - ვეინალდუმის მეგობარი

"ჟორჟინიო თავს ცუდად გრძნობს და პსჟ-ში გადასვლას შეცდომად მიიჩნევს", - ვეინალდუმის მეგობარი
თარიღი 19 სექ 2021, 14:30

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ფრანგულ კლუბში გადასვლას ნანობს, იტყობინება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც 30 წლის ჰოლანდიელის მეგობარმა თქვა, ფეხბურთელი თავს ცუდად გრძნობს.

"ჟორჟინიო თავს ცუდად გრძნობს და "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას შეცდომად მიიჩნევს", - ამბობს ნახევარმცველის ახლობელი.

მოგეხსენებათ, ვეინალდუმი "პსჟ"-ში 2021 წლის ზაფხულში "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ გადავიდა.

პარიზელთა რიგებში ჰოლანდიის ნაკრების წევრმა უკვე 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.