ავტორიზაცია

იუვენტუსს იოვიჩის დამატება უნდა — რეალი თანახმაა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

იუვენტუსს იოვიჩის დამატება უნდა — რეალი თანახმაა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 19 სექ 2021, 14:55

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი გამოცემა Calciomercato იტყობინება, 23 წლის სერბი შემტევის ხელში ჩაგდება "იუვენტუსს" სურს.

როგორც აღინიშნება, ტურინულ გრანდს "სამეფო კლუბის" ფორვარდის იჯარით დამატება უნდა, თუმცა "რეალი" მის გაყიდვას აპირებს.

მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი იოვიჩმა არენდით "აინტრახტში" გაატარა, სადაც ბუნდესლიგის ეგიდით 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი "რეალში" 2019 წელს სწორედ "აინტრახტიდან" გადავიდა 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ.