ავტორიზაცია

პსჟ-ში მესის ხელფასი დაზუსტდა — ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ლეო საერთო ჯამში პარიზში

პსჟ-ში მესის ხელფასი დაზუსტდა — ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ლეო საერთო ჯამში პარიზში
თარიღი 19 სექ 2021, 15:03

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ "პარი სენ ჟერმენში" თავდამსხმელ ლიონელ მესის ხელფასი დააზუსტა.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელის წლიური ანაზღაურება 30 მილიონ ევროს შეადგენს. მისი ხელფასიდან 1 მილიონი კრიპტოვალუტაშია გათვალისწინებული.

აგრეთვე, პარიზულ კლუბში გატარებულ მეორე და მესამე სეზონებში მესი 10-10 მილიონს მიიღებს ერთგულების ბონუსის სახით. ასე და ამგვარად, პარიზში საერთო ჯამში იგი 110 მილიონს გამოიმუშავებს.

ლეო "პსჟ"-ში "ბარსელონადან" 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში გადავიდა. კატალონიურ გრანდში იგი ესპანეთის ჩემპიონატში ფეხბურთელების ხელფასებზე დაწესებული ახალი მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დარჩა.

ცნობისთვის, მესიმ პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.