ავტორიზაცია

ერიკ გარსია: "ახლა ბარსელონაში სათამაშოდ კარგი დროა, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"

ერიკ გარსია: "ახლა ბარსელონაში სათამაშოდ კარგი დროა, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"
თარიღი 19 სექ 2021, 15:11

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ახლა "ბარსელონაში" სათამაშოდ კარგი დროა, რადგან კლუბი სერიოზულ ფსონს აკეთებს ახალგაზრდებზე, როგორც მომავლისთვის გათვლილ ფუნდამენტზე. როცა გადმოვედი, მივხვდი, რომ აქ უმაღლესი დონის მცველები არიან და გამიჭირდებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელი თავდაჯერებულობას მმატებს".

"სოსიედადთან" მატჩით სეზონი შესანიშნავად დავიწყდეთ, თუმცა შემდეგ ცოტა დავეშვით. უკეთესები უნდა გავხდეთ, დარწმუნებული ვარ, გამომივა. სულიერად გამარჯვებული ვარ, თანაგუნდელების მსგავსად. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ციტირებს გარსიას სიტყვებს Mundo Deportivo.

გარსია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აღზრდილია, 20 წლის ესპანელი კატალონიურ გრანდში "მანჩესტერ სიტიდან" გასულ ზაფხულს დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ერიკმა "ბარსელონას" მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.