ავტორიზაცია

"სალაჰი მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მხოლოდ მესის შეუძლია", - მანჩესტერ სიტის ექს-მცველი

"სალაჰი მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მხოლოდ მესის შეუძლია", - მანჩესტერ სიტის ექს-მცველი
თარიღი 19 სექ 2021, 15:19

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, მიკა რიჩარდსმა "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თამაში შეაფასა.

"სალაჰს მესის არ ვადარებ, მაგრამ მოჰამედი მოედანზე აკეთებს იმას, რაც მხოლოდ ლეოს შეუძლია. ფეხბურთში იმ მოთამაშეებზე ბევრი ისტორიაა, რომლებიც ვარჯიშებზე შესანიშნავები იყვნენ, მაგრამ მატჩების დროს იკარგებოდნენ. მო ასეთი არ არის", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Daily Mail.

"მიუხედავად ამისა, დღემდე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დამსახურებულად აღიარებენ. შეიძლება, საქმე იმაშია, რომ ეგვიპტის ნაკრებში თამაშობს და ტელევიზორში ამ გუნდის მატჩებს ვერ ვხედავთ? შესაძლოა ეს განპირობებულია იმით, რომ იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და ცდილობს თავი აარიდოს პირველ ფლანგს".

"მო მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის თავდამსხმელია, მის გარეშე "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა და ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებდა. შეუცვლელი ფეხბურთელია, რომელმაც მნიშვნელოვანი მატჩების გადაწყვეტა იცის. იმედი მაქვს, "ლივერპული" მის კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხს სწრაფად დახურავს", - დასძინა სალაჰმა.

2021/22 წლების სეზონში 29 წლის ეგვიპტელმა 5 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა სალაჰს მერსისაიდელებთან 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.