ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს მორიგი გოლი, ლინგარდის გასროლა და ბოლო წუთზე დე ხეას მიერ მოგერიებული პენალტი - მანჩესტერმა ურთულესი მატჩი მოიგო

VIDEO: რონალდუს მორიგი გოლი, ლინგარდის გასროლა და ბოლო წუთზე დე ხეას მიერ მოგერიებული პენალტი - მანჩესტერმა ურთულესი მატჩი მოიგო
თარიღი 19 სექ 2021, 18:51

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ვესტ ჰემ იუნაიტედთან" ფრე 2:2 ითამაშა. 

მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე საიდ ბენრაჰმამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, უკვე 3 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ „იუნაიტგედის“ მაისურით მესამე მატჩში მე-4 გოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი „იუნაიტედმა“ 89-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული ჯესი ლინგარდის დახმარებით გაიტანა, რომელმაც ულამაზესი გასროლით მოახერხა ფაბიანსკის კარის აღება.

მატჩის ბოლო წუთებზე დიდი დრამა დატრიალდა - ლუკ შოუს ბურთის ხელზე მოხვედრის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის შესასრულებლადაც დევიდ მოიესმა თადარიგში მყოფი მარკ ნობლი შეიყვანა, თუმცა ფეხბურთელის დარტყმა დავიდ დე ხეამ მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება შეუნარჩუნა. 

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, „ვესტ ჰემი“ კი 8 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ბენრაჰმას გოლი:

კრიშტიანუს გოლი:

ლინგარდის გასროლა: 

დე ხეას მოგერიებული პენალტი: