ავტორიზაცია

VIDEO: მოიესმა მანჩესტერთან გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად ფეხბურთელი თადარიგიდან შეიყვანა და როგორც აღმოჩნდა, შეცდა

VIDEO: მოიესმა მანჩესტერთან გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად ფეხბურთელი თადარიგიდან შეიყვანა და როგორც აღმოჩნდა, შეცდა
თარიღი 19 Sep 2021, 19:10

„ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა.

ლონდონურმა გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრის გადარჩენის შანსი ბოლო წუთზე მიიღო. 

ლუკ შოუს ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა და რეფერიმ ბოლო დამატებულ წუთზე პენალტი დანიშნა.

დევიდ მოიესმა თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად მოედანზე მარკ ნობლი შეუშვა, რომელმაც იქამდე მთელი მატჩი თადარიგში ჩაატარა.

გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად მოედანზე შესულმა ფეხბურთელმა კი დავიდ დე ხეას ვერ აჯობა და საკუთარი გუნდი მარცხისგანაც ვერ იხსნა.