ავტორიზაცია

არაადამიანური ციფრები! როგორი სტატისტიკა აქვს ჰოლანდს დორტმუნდის ბორუსიაში?

არაადამიანური ციფრები! როგორი სტატისტიკა აქვს ჰოლანდს დორტმუნდის ბორუსიაში?
თარიღი 19 სექ 2021, 20:27

ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში გოლების გატანას აგრძელებს.

ნორვეგიელმა „უნიონ ბერლინის“ კარში (2:0, შესვენება) მორიგი გოლი შეაგდო.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ჰოლანდს „დორტმუნდის“ მაისურით უკვე 67 მატჩში 67 გოლი დაუგროვდა.

გარდა ამისა, 21 წლის თავდამსხმელმა კლუბისა და ნაკრების გათვალისწინებით უკვე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

უშუალოდ ამ სეზონის 11 შეხვედრაში ჰოლანდს 15 გატანილი გოლი დაუგროვდა. 

გოლი: