როგორი სტატისტიკა ჰქონდა მიქაუტაძეს დღევანდელ მატჩში?

ბელგიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "ანვერპსა" და "სერაინს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სტუმართა ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე.
მიქაუტაძე მოედნიდან 75-ე წუთზე გაიყვანეს, მანამდე კი მან თავისი გუნდი დააწინაურა და ბელგიის უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
გარდა გოლისა, მიქაუტაძე 75 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მიქაუტაძე ბურთს 27-ჯერ შეეხო, 17-დან 12 ზუსტი პასი გააკეთა, ერთი ჩაჭრა მიითვალა, 4-დან 3 დუელი მოიგო, კარში ერთხელ დაარტყა, ისიც გაიტანა და 7.3 შეფასება მიიღო.