ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "იმედია, ეს არ არის სიტუაცია - რონალდუ ვერასდროს ვერ მოიპოვებს პენალტს"

სოლსკიაერი: "იმედია, ეს არ არის სიტუაცია - რონალდუ ვერასდროს ვერ მოიპოვებს პენალტს"
თარიღი 19 სექ 2021, 21:10

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, „ვესტ ჰემთან“ მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ასეთია ფეხბურთი - აღმასვლებიც არის და დაღმავლაც, ასეთ გარემოებაში გვიწევს მუშაობა.

თქვენი გულისთვის ეს ცუდია, მაგრამ ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვთამაშობთ. ჩვენ თვალები ჩავხარეთ და დე ხეამ ეს სეივი შეასრულა.

ხელით თამაშის გამო პენალტი ალბათ სამართლიანად დაინიშნა. როცა ხელს შლი და ბურთი გხვდება, რთული მისაღებია, მაგრამ დავიდმა შესანიშნავად ითამაშა.

ვფიქრობ, ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვიდეს, რაზე კამათიც კი არ ღირს. პირველ შემთხვევაში მეტოქემ ფეხი გაშალა, კრიშტიანუს კი სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი. პოგბაზე კურტ ზუმა დაჯარიმდა. რატომ არ დაინიშნა პენალტი რონალდუს აპელაციის შემდეგ? 

იმედია, ეს არ არის სიტუაცია: „რონალდუ ვერასდროს ვერ მოიპოვებს პენალტს.“ - დაასრულა სოლსკიაერმა.