ავტორიზაცია

VIDEO: ვინ გააჩერებს ჩელსის? ტუხელის გუნდმა სტუმრად ტოტენჰემი არ შეიმჩნია

თარიღი 19 სექ 2021, 21:29

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „ჩელსიმ“ ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ სტუმრად გაანადგურა.

შეხვედრა სტადიონ „ტოტენჰემ ჰოთსპურზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

49-ე წუთზე ანგარიში ტიაგო სილვამ გახსნა, 57-ზე ნგოლო კანტემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+2 წუთზე წერტილი ანტონიო რუდიგერმა დასვა.

„ჩელსიმ“ 13 ქულა დააგროვა და ცხრილში გალიდერდა, „ტოტენჰემი“ კი 9 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.