ავტორიზაცია

VIDEO: რომა შედევრების წვიმაში დამარცხდა - მოურინიოს გუნდმა სეზონში პირველი მატჩი ვერ მოიგო

თარიღი 19 სექ 2021, 22:08

სერია ა-ს მე-4 ტურში ჟოზე მოურინიოს აქამდე წაუგებელი „რომა“ სტუმრად „ვერონასთან“ 2:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დედაქალაქელებმა ლორენცო პელეგრინის ულამაზესი გოლით მოიგეს, თუმცა მთავარი დრამა მეორე ნახევარში დატრიალდა.

490ზე ბარაკმა ანგარიში გაათანაბრა, 54-ზე კაპრარის გოლით „ვერონა“ უკვე წინ გავიდა, თუმცა 4 წუთში ილიჩმა ავტოგოლი შეაგდო და ტაბლოზე ორიანები აანთო.

გამარჯვების გოლი კი 63-ე წუთზე ფარაონიმ შეაგდო. 

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს „რომამ“ 3 მოგების შემდეგ ქულები პირველად დაკარგა, „ვერონამ“ კი პირველი 3 ქულა დააგროვა.