ავტორიზაცია

VIDEO: ნეიმარის გოლი, მბაპეს ასისტი, მესი კვლავ დუმს - პსჟ-მ ლიონს ურთულესი მატჩი მოუგო

თარიღი 20 სექ 2021, 00:39

ფრანგული ლიგა 1-ს მე-6 ტურში „პსჟ“ „ლიონს“ დაუპირისპირდა და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა. 

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 54-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 66-ზე ნეიმარმა პენალტი მოიპოვა, თავადვე ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი თამაშში დააბრუნა. გამარჯვების გოლი კი მაურო იკარდიმ უკვე კომპენსირებულ წუთებზე, კილიან მბაპეს ასისტით გაიტანა.

ამ მატჩში მბაპე - ნეიმარი - მესის ტრიომ მეორედ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ლეომ მოედანი კვლავ სადებიუტო შედეგიანი ქმედების გარეშე დატოვა.

6 ტურის შემდეგ „პსჟ-ს“ 16 ქულა დაუგროვდა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, „ლიონი“ კი 9 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.