ავტორიზაცია

VIDEO: ალეგრის იუვენტუსი სერია ა-ში კვლავ მოუგებელია, მილანმა კი პირველი ქულები დაკარგა - ფრე ტურინში

თარიღი 20 სექ 2021, 00:43

სერია ა-ს მე-4 ტურში „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ტურინში „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-4 წუთზე ალეგრის გუნდი კარგ კონტრშეტევაში გაიქცა და თავისი გუნდი მატჩის სტარტზევე დააწინაურა.

ანგარიში 76-ე წუთამდე შენარჩუნდა, როცა პიოლის გუნდმა გადარჩენა შეძლო - სანდრო ტონალის პასით ტაბლოზე წონასწორობა ანტე რებიჩმა აღადგინა და „როსონერის“ ქულაც გადაურჩინა.

„მილანმა“ ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა და 10 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, „იუვენტუსს“ კი 4 ტურის შემდეგ ორად ორი ქულა აქვს აქტივში და გასავარდნ ზონამდე დაეცა.