ავტორიზაცია

VIDEO: არადა ყველაფერი რა კარგად იწყებოდა...გიორგი მამარდაშვილის ვალენსია შინ რეალთან დამარცხდა

თარიღი 20 სექ 2021, 00:59

ლა ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს ორი ლიდერი, „ვალენსია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 

ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ღამურების“ კარს 20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა „ვალენსიამ“ მეორე ნახევარი უკეთ დაიწყო და უგო დურომ მასპინძლები დააწინაურა. 

ბოლო ათ წუთში „რეალი“ შტურმზე წავიდა და „ვალენსიამ“ ვერ გაუძლო - ვინისიუს ჯუნიორმა ანგარიში რიკოშეტით წასული დარტყმით 86-ე წუთზე გაათანაბრა, ორ წუთში კი კარიმ ბენზემამ თავური დარტყმით „რეალს“ ურთულესი სამი ქულა მოუტანა. 

კარლო ანჩელოტის გუნდმა 5 ტურში 13 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, „ვალენსია“ კი 10 ქულით მესამე ადგილზეა.