როგორი იყო მამარდაშვილის სტატისტიკა რეალთან მატჩში?

ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
20 წლის მეკარე მთელი თამაში დამაჯერებლად იდგა, ბოლო წუთზე კი გოლი მისი შეცდომით გავიდა.
მამარდაშვილმა "რეალთან" ჯამში 8 სეივი გააკეთა, ბურთს 33-ჯერ შეეხო, 15 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 2 გოლი გაუშვა და 7.0 შეფასება დაიმსახურა.
5 ტურის შემდეგ, მამარდაშვილს 4 გოლი აქვს გაშვებული, "ვალენსია" კი მეორე ადგილზეა.