ავტორიზაცია

რატომ შეცვალა მესი პოჩეტინომ? - თავად არგენტინელი მწვრთნელის კომენტარი

რატომ შეცვალა მესი პოჩეტინომ? - თავად არგენტინელი მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 20 სექ 2021, 10:48

"პარი სენ-ჟერმენისა" და ლიონის "ოლიმპიკის" შეხვედრის 76-ე წუთზე ლიონელ მესი აშრაფ ჰაკიმით იქნა შეცვლილი. არგენტინელმა თავდამსხმელმა არ დამალა უკმაყოფილება და მან მაურისიო პოჩეტინოს არც ხელი ჩამოართვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად "პსჟ"-ს დამრიგებელმა - "რატომ შევცვალე მესი? პარი სენ-ჟერმენის განკარგულებაში ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშეა.

გვიწევს არჩევანის გაკეთება - ვინმე იქნება ძირითად შემადგენლობაში, ვინმე დარჩება სათადარიგოთა სკამზე, ვინმე კი შეცვლაზე შემოვა, მთავარი ხომ გუნდის ინტერესებია.

მე ვარ პსჟ-ს მწვრთნელი და ეს ყველაფერი სწორედ ჩემი გადასაწყვეტია. ვკითხე მას, თუ როგორ გრძნობდა თავს, მიპასუხა, რომ კარგად, პრობლემები არ არის", - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ ლეოს მოედანზე ყოფნამდე ანგარიში იყო 1:1, საბოლოოდ კი პარიზელებმა 2:1 იმარჯვეს. შეხვედრის ბედი გადაწყვიტა აგრეთვე შეცვლაზე შემოსულმა მაურო იკარდიმ, რომელმაც "ლომების" კარი თავით 94-ე წუთზე აიღო.