ავტორიზაცია

სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში აღემატება"

სამორანო: "მბაპე ჰოლანდს რამდენიმე კომპონენტში აღემატება"
თარიღი 20 სექ 2021, 10:58

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან სამორანომ, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს შორის არჩევანი გააკეთა. ლეგენდარულმა ჩილელმა ფორვარდმა უპირატესობა ფრანგს მიანიჭა:

"მბაპე რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ის იდეალურად თამაშობს ერთი ერთზე და ამის გარდა, ფრანგი თავდამსხმელი შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს.

მას არ აქვს კონკრეტული პოზიცია, კილიანს შეტევის ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში. ის თანაბრად სახიფათოა, როგორც ფლანგებიდან, ისე მეტოქის საჯარიმოშიც.

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. ჩემი აზრით, ის ჰოლანდზე მრავალფეროვნების ხარჯზე უფრო მაღლა დგას.

ნორვეგიელი ბომბარდირი არის სისტემის ფეხბურთელი, პსჟ-ს შვიდიანს კი უბრალოდ ყველაფერი შეუძლია. ცხადია, რეალსაც სწორედ მას ვურჩევ", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-გოლეადორმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" სახელს უკავშირებენ როგორც წარმოშობით კამერუნელ შემსრულებელს, ისე დორტმუნდის "ბორუსიას" სტრაიკერსაც. ვნახოთ, რომელი მათგანი აღმოჩნდება "ბერნაბეუზე".