ავტორიზაცია

მშრალზე მშრალი სერია - ვესტ ჰემთან მატჩამდე, როდის მოიგერია დე ხეამ პენალტი ბოლოს და რამდენი გაუშვა?

მშრალზე მშრალი სერია - ვესტ ჰემთან მატჩამდე, როდის მოიგერია დე ხეამ პენალტი ბოლოს და რამდენი გაუშვა?
თარიღი 20 სექ 2021, 12:10

როგორც მოგეხსენებათ, "ვესტ ჰემ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში სტუმართა მეკარემ, დავიდ დე ხეამ 95-ე წუთზე პენალტის მოგერიება შეძლო.

ცნობისთვის, ესპანელმა გოლკიპერმა 11-მეტრიანის აღება მოახერხა პირველად 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ. შვიდი წლის წინ, როდესაც "წითელ ეშმაკებს" ჯერ კიდევ ლუი ვან გაალი წვრთნიდა.

იმის შემდეგ, "მანკუნიანელების" კარის დარაჯს დაურტყეს 21 პენალტი და როგორც ავღნიშნეთ, მან ვერცერთი ვერ მოიგერია. როგორც ვხედავთ, "მანჩესტერის" პირველმა ნომერმა ნავსი გატეხა.

"იუნაიტედმა" ლონდონიდან წამოიღო სამი ქულა, რითაც გაუთანაბრდა პრემიერ ლიგის ორ ლიდერს - "ჩელსისა" და "ლივერპულს". სამივე გუნდს 13 ქულა აქვს მოპოვებული.

რაც შეეხება პირენეელ მეკარეს, ის "წითელ ეშმაკებში" თამაშობს 2011 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 447 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ასეთია დე ხეას 10 წელი "მანკუნიანელებში".