ავტორიზაცია

რომა პელეგრინის კონტრაქტს უხანგრძლივებს და ხელფასს უზრდის

რომა პელეგრინის კონტრაქტს უხანგრძლივებს და ხელფასს უზრდის
თარიღი 20 სექ 2021, 13:28

"რომა" ნახევარმცველ ლორენცო პელეგრინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

უახლოეს პერიოდში მხარეები შეხვედრას გამართავენ ბოლო დეტალების მოსაგვარებლად, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

25 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება გათვლილი. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ამასთანავე, კონტრაქტში არ იქნება გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხის პუნქტიც, რომელიც ამჟამად 30 მილიონს შეადგენს.

პელეგრინი "რომას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. იგი რომაელთა აღზრდილია, თუმცა 2015 წელს "სასუოლოში" გადავიდა.