ავტორიზაცია

ბოლონიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხაილოვიჩს დე როსი ჩაანაცვლებს?

ბოლონიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხაილოვიჩს დე როსი ჩაანაცვლებს?
თარიღი 20 სექ 2021, 13:31

"ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ინტერთან" (1:6) განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ შეიძლება გაათავისუფლონ.

მიხაილოვიჩის შემცვლელად "რომას" ყოფილი კაპიტანი, დანიელე დე როსი განიხილება, იტყობინება TMW.

მოგეხსენებათ, დე როსი ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, მაგრამ ეროვნული გუნდის დატოვება და დამოუკიდებლად მუშაობა გადაწყვიტა.

"ბოლონიას" ოთხ მატჩში 7 ქულა აქვს აღებული და სერია ა-ს სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.